თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს.
მათ, მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შექმნეს პოსტერები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა აღნიშნულ დღეს, კიდევ ერთხელ გააანალიზეს, რომ ბუნებას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება, რაც თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის შეგროვება, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
იხილეთ ფოტოები: