გარემოსდაცვითი აქტივობები ერტისის საჯარო სკოლაში
30-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას ასწავლიან. 

ცხადია, ამ მოტივით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღეც.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა სახის აქტივობა: მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შექმნეს პოსტერები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ისიც აღნიშნეს, რომ 1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას და თავადაც დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან ამ გლობალურ მიზანს.

ახალგაზრდებმა დასძინეს, რომ: დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.

„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის შეგროვება, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - ამ იდეით განმსჭვალულმა სასკოლო საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავიანთ როლს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე პროგრამა „სკრეჩის'“ გამოყენებით, პედაგოგ მარიკა ლალაზაშვილის დახმარებით, დედამიწის მოდელებიც შექმნეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203