საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
29-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელიც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიება მასწავლებლებმა: ჰასმიკ სლდოიანმა, ჰეღინე ნალბანდიანმა და კატია სირაკანიანმა გამართეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სომეხთა დიდი ტრაგედია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათთვის პატივის მისაგებად კი, სკოლაში სანთლები აანთეს. 

დღე ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203