სახალვაშოს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაზე „რომეო და ჯულეტა“ დაიდგა
29-04-2024
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობენ.

ახლახან სკოლაში ინგლისურ ენაზე „რომეო და ჯულეტას“ ინსცენირება დაიდგა. სცენარის ავტორი ინგლისური ენის პედაგოგი, სკოლის დირექტორი -  ელზა მაკარაძე, ხოლო რეჟისორი მუსიკის მასწავლებელი მაია ასათიანი გახლდათ.

ღონისძიება შექსპირის გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს მიეძღვნა და მასში 16 მოსწავლე მონაწილეობდა.
„რთულია შექსპირის ასეთი ბუმბერაზი ტრაგედიის ინსცენირება ჩაატიო სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და წარმოდგენა საკმაოდ კარგი გამოვიდა“,- ამბობს სცენარის ავტორი. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე დირექტორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი და მენტორი მასწავლებელი - ელზა მაკარაძე აქტიურად ზრუნავს. 

წარმოდგენამ ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203