თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელი წრე ფუნქციონირებს
31-05-2018
თბილისის 103-ე  საჯარო სკოლაში პედაგოგ დოდო ოკრიბელაშვილის ხელმძღვანელობით ინგლისური ენის შემსწავლელი წრე ფუნქციონირებს. წრეში გაერთიანებულია მოსწავლეები I-დან  XII კლასის ჩათვლით. 

წრის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებას, სასაუბრო ჩვევების გამომუშავებას.

ბავშვები საგაკვეთილო ინგლისური ენის სიღრმისეულ შესწავლასთან ერთად, ისეთ უნარ-ჩვევებს ივითარებენ, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და  სწორი სოციალური ღირებულებები.

საგაკვეთილო პროცესი დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომების და თანემედროვე  ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც ბავშვებში ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203