გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლის ეზოში გარემოსდაცვითი აქტივობები მოეწყო.
ბავშვებმა ასევე თემატური პლაკატი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ შექმნეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: