კარწახის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ეკოაქტივობებით აღინიშნა
29-04-2024

ბუნებას, რომ დაცვა და გაფრთხილება სჭირდება სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

დედამიწის დღეც მოსწავლეებმა ეკოაქტივობებით აღნიშნეს. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა სკოლის გარემო და დაირგო ხეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა სკოლაში ყოველ წელს იმართება და მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვას ასწავლის. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203