ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღე ღონისძიებით გაიხსენეს.
ღონისძიება სომხური ენის პედაგოგმა - ა.ესაიანმა საშუალო საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით მოაწყო.
„ღონისძიება შთამბეჭდავი, ძალზედ ემოციური, საინფორმაციო, შემეცნებითი სახის იყო და ის სომეხი ერის დიდი ტკივილს ეძღვნებოდა. ბავშვებმა 24 აპრილის - სომხების გენოციდის შესახებ, საინტერესოდ ისაუბრეს, ინფორმაციები მოიძიეს. მათ, ასევე ტრადიციისამებრ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უდანაშაულოდ დაღუპულთა მილიონ ნახევარ სომეხთა სულებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.