სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
29-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა, მათ შორის, გარემოს დაცვის  მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო, თემატური აქტივობებით აღინიშნა. მოსწავლეებმა ფერადი ბუშტებით მორთულ გარემოში ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს და ცოდნა გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203