ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მუნიციპალური ტურის გამარჯვებულია 
29-04-2024

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი ჭადრაკი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად სკოლაში საგანი ხარისხიანად ისწავლება, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება. 

27 აპრილს, ჩატარდა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ პირველ და მე-2 კლასის მოსწავლეთა გუნდებს შორს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის აღნიშნულ ტურნირში გამარჯვება და რეგიონალურ პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვა ტყიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. 

გუნდის შემადგენლობაში არიან მეორე კლასის მოსწავლეები - მათე ბოჭორიშვილი, ანამარია გელაძე, ემილია თეთრაული - საგნის პედაგოგი დარინა კირკიტაძე, პირველი კლასის მოსწავლე ავთანდილ ბოჭორიშვილი - საგნის პედაგოგი შალვა ბიბილაშვილი.

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203