გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გათავისებული, ამას მოწმობს დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.
ამ დღესთან დაკავშირებით, lა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თეა გაბისკირიას ხელმძღვანელობით ეს დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნეს, ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს.
მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების ისტორიაც მოისმინეს.
დღის ბოლო, ბავშვებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი, თუ რატომ და როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას და რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე ზრუნვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: