ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭრით, არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.
26 აპრილს, სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.
თამაში საკმაოდ სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მეტად წარმოაჩენენ თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს.
იხილეთ ფოტოები: