ბუნებრივ გარემოს რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - სალომე რუხაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.
„ერთად ვიზრუნოთ და დავიცვათ დედამიწა! ჯერ კიდევ არ არის გვიან!“ - ამ მოწოდებებით, მოსწავლეებმა ვიდეორგოლები ჩაწერეს, საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ და ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილებისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა სჭირდება.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ვიდეო: