თბილისის N54 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს საინტერესო ექსკურსია-გაკვეთილით ესტუმრნენ
30-04-2024
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეთა ექსკურსია-გაკვეთილი
მთაწმინდის პანთეონზე. 

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ საამაყო მამულიშვილების საფლავებს პატივი მიაგეს.

გარდა ამისა, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე ლექსები და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები წაიკითხეს. 

ინტეგრირებულ ექსკურსია-გაკვეთილს ინგლისური ენის პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი - ლ. კალანდაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მ. გვიმრაძე და რუსული ენის პედაგოგი - ნ.ჯოხაძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203