2024 წლის ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI) გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები მასწავლებელბისა და მსურველებისთვის. რა ფორმატის იქნება ტესტი, რომელ დავალებაში რამდენი ქულა დაეწერებათ და რაა კრიტერიუმებით შეფასდება აპლიკანტების ნაშრომი.
ტესტში წარმოდგენილია შემდეგი ფორმატის დავალებები:
• დავალებები არჩევითი პასუხებით;
• დავალებები ღია დაბოლოებით;
• შესაბამისობის დადგენა;
• თხზულება (ესე).
არჩევითპასუხებიან დავალებებში პირობასა თუ შეკითხვასთან ერთად სავარაუდო პასუხებიც არის მოცემული. დავალების შესრულება გულისხმობს ოთხი ან ხუთი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევას.
თითოეული არჩევითპასუხებიანი დავალება 1 ქულით ფასდება.
დავალებები ღია დაბოლოებით მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული ღიაბოლოიანი დავალება ფასდება სპეციალური სქემის მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 1, 2 ან მეტი ქულით.
შესაბამისობის დადგენის დავალებებში წარმოდგენილია მონაცემთა ორი სვეტი. ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი - სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა. შ.). დავალების შესრულება გულისხმობს ერთ სვეტში მოცემული ინფორმაციის მისადაგებას მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციასთან. შესაბამისობის დადგენის თითოეული დავალება 1 ქულით ფასება.
თხზულებაში აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები შემოთავაზებული საკითხის შესახებ, კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთოს სათქმელი.
თხზულების მაქსიმალური ქულაა 9.
საგამოცდო ტესტის შეფასების კრიტერიუმები საგნისა და უფროსი სპეციალური პედაგოგობის მსურველებისთვის