თბილისის N62 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-04-2024
ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე მორგებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, რასაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის თავდაუზოგავი შრომა განაპირობებს.
ისინი მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.
ახლახან, მასწავლებელ ნინო შაბურიშვილის სადამრიგებლო - მე-5ბ კლასის მოსწავლეები: თამარ ზედგენიძე, მათე ღვინღილია, გიორგი ენუქიძე, ნინო ნადირაშვილი, ანა ნადირაშვილი და ანა კალანდაძე საგანმანათლებლო პროექტში - „ტვინების ბრძოლა“, აქტიური მონაწილეობისა და წარმატებული ასპარეზობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.
„წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საგაზაფხულო ეტაპზე“,- ამბობენ სკოლაში.