თბილისის N61 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
30-04-2024
თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
მათ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
24 და 26 აპრილს, VII, VIII და IX კლასებში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ პირველი ეტაპი ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესით მონაწილეობდა. მათ ცოდნის წარმოჩენა შეძლეს, შეკითხვებს უპასუხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ინტელექტუალურმა შეჯიბრებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.