ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო IX,X,XI,XII კლასების მოსწავლეთა პირველი ერთობლივი პრეზენტაცია.
პრეზენტაციის თემა - „საქართველოს კუთხეები, ტრადიციები და ქართული სამოსი“ გახლდათ. პროექტის ფარგლებში III, IV, V კლასელებმა შექმნეს ბილეთები, მოსაწვევი ბარათები, ფლაერები და პოსტერი.
პრეზენტაციის პარალელურად კი ბავშვებმა საქართველოს რუკა ფაზლის მსგავსად ააწყვეს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„უღრმესი მადლობა პროექტის თითოეულ მონაწილეს. წინ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: