„დაიცავი დედამიწა“- ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მესამეკლასელებისთვის საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
30-04-2024
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია - „დაიცავი დედამიწა“ მოამზადეს და მე-3 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, გარემოდაცვით საკითხებზე ყურადღება გაამახვილეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის აქტივობები შეასრულეს და სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებს გაეცნობიერებინათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი დედამიწის მოფრთხილების საქმეში. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203