ნინოშვილის საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებს უმსაპინძლეს
30-04-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.

ამჯერად, სკოლას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მოსწავლეებს თავდაცვის სფეროში სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საინტერესო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203