„სამშობლო, როგორც უფალი...“- ახაშნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
30-04-2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ერთვებიან. 

ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ირმა გელაშვილის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „სამშობლო, როგორც უფალი...“ გამართეს. 

მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს. მათმა კომპოზიციამ ყველას მოწონება დაიმსახურა.
 
„მადლობა, საოცრება წარმოგვიდგინეთ! თქვენ ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალი ხართ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203