გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს.
ამჯერად, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - თამარ ცისკარაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, სოფლის ბიბლიოთეკას ეწვია.
მასწავლებელმა მოსწავლეებთან წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საუბარში ჩაერთნენ ბიბლიოთეკარები. მოსწავლეებმა საყვარელი წიგნები დაასახელეს და მეტი წიგნის წაკითხვის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიების მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება იყო.
გასვლითმა აქტივობამ წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: