უჯარმის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა
01-06-2018
უჯარმის საჯარო სკოლა სამინისტროს მიერ განხორციელებულ თავისუფალი გაკვეთილების პროექტში ჩაერთო. 

მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა. ქვემიმართულება - „ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა“ გახლდათ. შეიქმნა გუნდი „მწვანე მეგობრები“, რომელშიც 13 მოსწავლე გაერთიანდა. პროექტი 12 გაკვეთილს მოიცავდა.        

კურსის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მდგრადი მართვის ინიციატივების განხორციელების გზით მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა; მოსწავლეების მიერ გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება, ნარჩენების სწორად მართვის როლი გარემოს დაცვაში, მოსახლეობისა და ადმინისტრაციული ორგანოების როლი და პასუხისმგებლობები; მათ მიერ შესაბამისი მოქმედებების პრაქტიკული განხორიცელება; ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში ჩართვა.
 
გაეცანით გაკვეთილების ანგარიშს სრულად: „თავისუფალი  გაკვეთილების ანგარიში“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203