გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექიმი მავნე ჩვევების დამღუპველ შედეგებზე ესაუბრა 
30-04-2024

მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის ექიმს შეხვდნენ. 

შეხვედრა, პროექტის - „მე ვირჩევ სიცოცხლეს“, ფარგლებში გაიმართა. 

მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი ყურადღებით უსმენდნენ ექიმ შორენა ანდრიაძეს, მისგან არაერთი საინტერესო და მათთვის უცნობი ინფორმაცია მოისმინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, საკითხი ეხებოდა ნარკომანიას და სხვა მავნე ჩვევების გავლენას ადამიანის სიცოცხლეზე, შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203