დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ვანის N2 საჯარო სკოლიდან დაიწყება
01-06-2018
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ვანის N 2 საჯარო სკოლიდან იწყებს. 

დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისთვის. 

დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე, სრული რეაბილიტაცია 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში ჩაუტარდა. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203