წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სკოლაში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად მერვეკლასელებმა, ინოვაციური პროექტი - „ელექტრონული სახელმძღვანელო“, წარადგინეს.
მოსწავლეებმა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნეს საკუთარი ელექტრონული წიგნი და სპეციალურ ვებგვერდზე განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ იდეის ავტორია ისტორიის მასწავლებელი ვალიდა დეისაძე, კლასის დამრიგებელი კი თინა ფხაკაძე გახლავთ.
იხილეთ ვიდეო: