ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპოსტის მნიშვნელობასა და მისი დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებზე საინტერესო ინფორმაცია მიიღეს
30-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტრესო, მათ შორის გასვლითი აქტივობაც იმართება. 

ამჯერად, IX და X კლასის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ქუთაისის საკომპოსტე ცენტრს ეწვივნენ. ადგილზე ქუთაისის ტერიტორიაზე შეგროვებული მწვანე ნარჩენების კომპოსტირება მიმდინარეობს. ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ბურჯალიანი მოსწავლეებს კომპოსტის მნიშვნელობასა და მისი დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა საკომპოსტე ცენტრი დაათვალიერეს და პლასტიკისა და მუყაოს დაწნეხვის პროცესებს გაეცნენ.

გასვლითმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203