„გარდატეხის ასაკი და ფსიქოლოგიური ცვლილებები“ - ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
30-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „აპოლონი“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტს ახორციელებენ.

ამჯერად,  სამოქალაქო კლუბმა, რომლის თავმჯდომარე საბაზო საფეხურის მე-8 კლასის მოსწავლე ქეთი ხაჭაპურიძე, ხოლო ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შოთა კუბლაშვილი გახლავთ, პროექტის ფარგლებში, ჩაატარა საინტერესო, საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე მათ ისაუბრეს თემაზე - „გარდატეხის ასაკი და ფსიქოლოგიური ცვლილებები“. 

მე-8 კლასის მოსწავლემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციები გაუზიარა.

ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203