თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
ამჯერად, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის შერჩეულმა ექსპერტმა, გეგუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა მოაწყო.
აქტივობა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ბავშვებმა შერჩეული ადგილი დაასუფთავეს და ნარგავები დარგეს.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: