„უზომოდ ვწუხვართ საუკეთესო კოლეგის, მეგობრის, ადამიანის, მასწავლებლის გარდაცვალების გამო“- ახალი საყულიის საჯარო სკოლა პედაგოგ ნინო ფერცულიანს გლოვობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებებით იუწყებიან დაწყებითი კლასების პედაგოგის - ნინო ფერცულიანის გარდაცვალებას.
მან ახალი საყულიის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობა პედაგოგიური ფაკულტეტის დასრულებისთანავე დაიწყო და მას შემდეგ უანგაროდ, ერთგულად, თავდაუზოგავად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას.
„უზომოდ ვწუხვართ საუკეთესო კოლეგის, მეგობრის, ადამიანის, მასწავლებლის გარდაცვალების გამო“,- სასკოლო საზოგადოება პედაგოგის ოჯახსა და ახლობლებს თანაუგრძნობს.
„ეტალონის“ გუნდი გარდაცვლილის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას იზიარებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო.
იხილეთ ფოტო: