საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან 12-ის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა; აღნიშნული დადგენილება საჯარო სამსახურებს, ასევე სკოლებსა და ბაღებს ეხება.
ასევე, etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ სკოლამდელი დაწესებულებების ყველა თანამშრომელი სააღდგომოდ 100 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს და თანხა მათ ხელფასთან ერთად დაერიცხებათ.
სწავლა 13 მაისს განახლდება - განათლების სამინისტრო ადასტურებს
ბაღებში სააღდგომო არდადეგები 3-დან 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
რაც შეეხება სკოლის პედაგოგებს, ბიუჯეტით მათთვის მსგავსი ჯილდო გათვალისწინებული არ არის და თანამშრომლების წახალისება სკოლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.