გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიული წერის მასტერკლასში მონაწილეობდნენ
01-05-2024
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სახელმწიფო ენის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის მასტერკლასში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა კალიგრაფთან ერთად იმუშავეს, ქართულ ანბანს „მოფერენ“ და ასო-ბგერები მოხატეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 
 
მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - რუსუდან გუნცაძე და ქეთევან ქომეთიანი მათ განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203