მაჭატიის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
01-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ქართული ენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში, ქართული ენის მასწავლებლებმა - ვენერა მღებრიშვილმა და ხათუნა ლომიძემ საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

კვირის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსები.

კვირეული მოსწავლეებმა ლექსებითა და ცეკვით დაასრულეს. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სიგელები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ სკოლა სომხურენოვანია და სახელმწიფო ენის სწავლებას იქ უდიდესი ყურადღება ექცევა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203