მაწიმის საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული გაიმართა
01-06-2018

მაწიმის საჯარო სკოლის პირველმა კლასმა ღონისძიება - „მშვიდობით ანბანო“ გამართა, მე - 4 კლასში კი „დედა ენის“ ზეიმი დაიდგა. 

კლასი ღონისძიების შესაბამისად იყო გაფორმებული - კედელს იაკობ გოგებაშვილის სურათი ამშვენებდა, ირგვლივ კი, 33 ასო იყო გამოკრული.

პირველი კლასის მოსწავლეებმა: თამარ ემრაშვილმა, მარიამ კაპანაძემ, ეთერ შუაკიძემ, ბარბარე კაპანაძემ, ანამარია სიყმაშვილმა, ნოდარ ჩუთლაშვილმა და ზურაბ ტალიაშვილმა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია გაიხსენეს და ლექსები წაიკითხეს.

მეოთხე კლასელებმა: ელენე ჯიყაშვილმა, გიორგი კუპრაშვილმა, გიორგი ნადაშვილმა, გიორგი ქიზიყელაშვილმა და საბა არჩილაშვილმა კი დედა ენისა და სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები და სიტყვა წარმოთქვეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ასევე, მოეწყო სლაიდშოუ სხვადასხვა შეხვედრისა და გაკვეთილის ამსახველი ფოტომასალით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203