წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას, მათ შორის, ჭადრაკს დიდი მონდომებით ეუფლებიან. I და II კლასის მოსწავლეები პროგრამის - „ჭადრაკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებით საფეხურზე“ ფარგლებში დაგეგმილ, საქართველოს ჭადრაკის სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ რეგიონულ ტურნირში მონაწილეობდნენ.
გუნდის შემადგებლობაში შემდეგი ნორჩი მოჭადრაკეები იყვნენ:
- I კლასი - ლუსინე ავეტიანი, ანი ტატუაშვილი;
- II კლასი - ვიქტორია ადამიანი, გარიკ მეგრაბიანი.
გუნდის კაპიტანი ჭადრაკის მასწავლებელი ნაირა ავეტიან გახლდათ, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და მე-3 საპატიო ადგილი დაიკავეს. გუნდს საპატიო თასი და სიგელები გადაეცა.
მოსწავლეებს წარმატებას სასკოლო საზოგადოება, მათ შორის, სკოლის დირექტორი - ალა მეგრაბიანი და IT მენეჯერი - არევიკ მეჰრაბიანი ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: