ხიდისყურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით დაასრულეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დასრულება პედაგოგმა - ალიდა მამედალიზადემ დაუვიწყარ ზეიმად უქცია. კლასში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
მათ ღონისძიების დაწყებისთანავე საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულეს, ამის შემდეგ, ასო-ბგერების მიხედვით ლექსები წაიკითხეს, იცკვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ბოლოს მოსწავლეებმა „ანბანის ტორტი“ გაჭრეს..
აღსანიშნავია, რომ მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: