ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. დირექტორის - თენგიზ გობაძისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით, სკოლაში არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, თემური ჩიტორელიძის ორგანიზატორობითა და სკოლის დირექტორის - თენგიზ გობაძის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა შემეცნებითი სახის ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების თემა გახლდათ - „რატომ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას“
აქტივობაში როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც, აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ. მათ პლაკატები, თემატური ნახატები და პოსტერები დაამზადეს.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა,ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან ბუნება.
მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რა ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას დედამიწა, ბოლოს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ასეთი ჩართულობისთვის მათ, სკოლაში ძალიან დიდ მადლობას უხდიან.
„ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ და მჯერა, რომ კიდევ მრავალი ასეთი აქტივობა და ჩართულობა იქნება მათი მხრიდან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნული ღონისძიება სკოლაში ყოველ წელს იმართება.
იხილეთ ფოტოები: