გამარჯვებული პედაგოგი მიიღებს სახელფასო დანამატს 625 ლარის ოდენობით - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
02-05-2024
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს  განაცხადების წარსადგენად ვადა 31 მაისის 18:00 საათის ჩათვლით აქვთ. 

„კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად.

საკონკურსო განაცხადში წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი, მათი შესრულების ვადები, სასწავლო რესურსები, შედეგი, პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა.

კონკურსში გამარჯვებული პროექტის მასწავლებელი აკადემიური წლის მანძილზე მიიღებს სახელფასო დანამატს 625 ლარის ოდენობით და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შეძენის მიზნით მიიღებს არაუმეტეს 1000 ლარს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ბმულზე https://shorturl.at/adhX6

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/emxHO 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203