შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოსახლეობის ეკოცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ღონისძიება გამართეს
01-05-2024
დედამიწას რომ ჩვენი საერთო სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გაიმართა სკოლის მე-11 და მე-5 კლასის მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებას ორგანიზება მასწავლებლებმა - ნინო კანაშვილმა და ლილი ჯაჭვაძემ გაუწიეს. 

მოსწავლეები იუსტიციის სახლს ესტუმრნენ, შეხვდენენ სოფლის მოსახლეობას და სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს გარემოსდაცვითი წინადადება წარუდგინეს. 

სკოლაში მოსწავლეთა მონდომება და მოხალისეობრივი საქმიანობა ახარებთ. 

„მადლობა პატარებს ამ მცდელობისთვის, მადლობა ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს - ნინო კანაშვილს და ლილი ჯაჭვაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203