თბილისის N133 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მინი სპექტაკლები წარადგინეს
01-06-2018
თბილისის N133 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნათია მელაძის ხელმძღვანელობით მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ჩვენ და დედა ენა“ წარმოადგინეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და მაყურებელს მინი სპექტაკლები - „ყმაწვილი და პეპელა“, „იაკობის ბავშვობა“ და „ია“ წარუდგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თანამშრომლობის, მოსმენის, სოციუმში ქცევის უნარები გამოავლინეს. 

„მოსწავლეები ხმამაღლა, მკაფიოდ, ინტონაციურად გამართულად გამოთქვამდნენ სიტყვებს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები,რაც კიდევ უფრო სახალიოსო და პოზიტიურ გაარემოს ქმნიდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიების დასასრულს თითოეული მოსწავლე მონაწილის სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203