„ოქროს კვეთა“- პერევის საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ, X- XI კლასების მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო პროექტი განახორციელა
02-05-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მათემატიკის კათედრამ, X- XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, სასკოლო პროექტი - „ოქროს კვეთა“ განახორციელა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო.
მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე „ოქროს კვეთა“ ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში ინდივიდუალურად წარადგინეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული ნაშრომი შესაბამისი სურათებითა და ვიდეოკოლაჟით იყო გამდიდრებული.
პროექტს მასწავლებლები ტაისა ბახტურიძე და შორენა დავაძე ხელმძღვანელობდნენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს“,- ამბობენ სკოლაში.