ახრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
02-05-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლაში, პედაგოგმა - ხათუნა კორინთელმა ჩაატარა. 

პედაგოგმა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ბავშვებს საინტერესოდ ესაუბრა, მათ საჭირო ინფორმაციები მიაწოდა და ცოდნა აუმაღლა.

ბავშვებმა, „დედა ენის“ ფუძემდებელი, დიდი საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი გაიხსენეს და მისი ღვაწლი აღნიშნეს. მათ ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყოს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203