„წყალი ჩვენი სიცოცხლეა“ - დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მდინარის სანაპირო ზოლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს
02-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში გარემოზე ზრუნვასა მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ცდილობენ, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაუღვივონ.

სწორედ ამ მოტივით, სკოლაში აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი, რომლის ხელმძღვანელობითაც არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება - „წყალი ჩვენი სიცოცხლეა“, რომლის ფარგლებშიც, ეკოკლუბელებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარედ არსებული მდინარის სანაპირო ზოლი და ხეზე გააკრეს გამაფრთხილებელი სლოგანი.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნაირა გელაძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203