შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის, განწყობის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მუსიკის მასწავლებელმა - მზისა მიქელაძემ, თემაზე - „ქართული ხალხური საკრავები“ თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეები ხალხური საკრავების ისტორიას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
მათ, ასევე შესაძლებლობა მიეცათ ჩაეცვათ ქართული ნაციონალური სამოსი და დაეკრათ ქართულ მუსიკალურ საკრავებზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავისუფალმა გაკვეთილმა დიდი ხალისი და სიხარული გამოიწვია. ბავშვებს მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარების სურვილი გაუჩნდათ, რათა უფრო მეტი საკრავი გაიცნონ და დაეუფლონ მათ.
აღსანიშნავია, მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: