თბილისის N74 სკოლის მოსწავლეებმა მეორადი პლასტმასის გამოყენებით სასკოლო გარემო გაალამაზეს
02-05-2024

თბილისის N74 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და ზრუნვას  დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნესტან მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა გამართეს. მათ, მეორადი პლასტმასის გამოყენებით სასკოლო გარემო გაალამაზეს.

აქტივობის მიზანი იყო: 

  • მეორადი ნივთების გამოყენებით სასკოლო გარემოს დაცვა და ახალი ნივთების დამზადება;
  • მეორადი პლასტმასის ნივთებისგან საყოფაცხოვრებო რესურსების დამზადება.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს პლასტმასის მავნე გავლენა გარემოზე და გაიაზრეს, როგორ შეიძლება მისი გამოყენებისა და განთავსების გაუმჯობესება.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს გამოავლინეს შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე შთამბეჭდავი იყო აღნიშნულ აქტივობაში მშობელთა ჩართულობა. მათ, საკუთარი ეზოს ნერგებით სკოლის სკვერი გაალამაზეს. ბოლოს, მოსწავლეები  სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგნენ და ისაუბრეს, თუ რა  გაიაზრეს, რა ისწავლეს აქტივობის ფარგლებში და როგორ გამოიყენეს პლასტმასი მეორადი დანიშნულებით.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისით, ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203