ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი ენთუზიაზმით იასპარეზეს
02-05-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონდომებით ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, შეკითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებისთვის ერთმანეთს შუახევის 9 სკოლის 45 მოსწავლე ეჯიბრებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ფრიდონ დავითაძემ და შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენელმა ნადიმი თავდგირიძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
„მართალია, გამარჯვებით ვერ დაბრუნდნენ ბავშვები, მაგრამ, სამაგიეროდ, მიიღეს გამოცდილება. წელს პირველად იმყოფებოდნენ ბავშვები ჩემპიონატზე“,- ამბობენ სკოლაში.