ნაქალაქარის საჯარო სკოლამ, მეგობარ სკოლებთან ერთად, დამოუკიდებლობის დღე გუზუმბათის მთაზე იზეიმა
01-06-2018
ნაქალაქარის საჯარო სკოლამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და დირექტორებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ამჯერად გუზუმბათის მთაზე იზეიმა.

ლაშქრობების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიცია თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ირაკლი ზვიადაურის დამკვიდრებულია და გასვლებს სკოლებიც სიამოვნებით უერთდებიან. 

სკოლები მთის წვერზე გამართული ღონისძიების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის - ზურა იარაჯულის საფლავსა და მისი სახელობის სკვერს ეწვივნენ, რითიც გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი.   
 
მოსწავლეთა თქმით, ლაშქრობამ ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.  
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203