ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
02-05-2024

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ იციან, ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.

სკოლის მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ამ დღის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად საზოგადოების გაერთიანებაა.

მოსწავლეებმა ისიც დასძინეს, რომ წელს დედამიწის დღის თემაა - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“, და მოუწოდებს საზოგადოებას შეამციროს პლასტმასის გამოყენება.

სწორედ ამიტომ, სკოლის ეკოკლუბის - „ფესვების“, წევრებმა და მოხალისეებმა (VIII კლასი), ხელმძღვანელის, ლია გოგილაშვილის მხარდაჭერით, სოფელში არსებული კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია და ფეხბურთის მოედანი გაწმინდეს პლასტმასას ნარჩენებისგან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო სოფელ ძველი ანაგის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ზურაბ ბეგიაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203