ქერეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
02-05-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია, ცხადია დედამიწის დღეც სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. 

„დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვაც ჩვენი ვალდებულება“, - ამ იდეით შთაგონებულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს დედამიწის დღის არსი და მნიშვნელობა, აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მოფრთხილება. 

მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოხატეს ზრუნვა დედამიწის მიმართ და ამ დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203