პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
02-05-2024

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოახლოვდა და ყველა ოჯახში სამზადისია. ყველამ ვიცით, რომ კვერცხი წითელ პარასკევს იღებება, ჯეჯილი ლაზარეს შაბათს უნდა დაითესოს, მაგრამ საინტერესოა, როდის უნდა გამოვაცხოთ პასკა? - გასაგებია, რომ პასკა რაც ახალია, მით უკეთესი, მაგრამ ირკვევა, რომ მის გამოცხობასაც განსაზღვრული დრო აქვს.

ბუნებრივია, პასკა ვნების კვირაში უნდა გამოვაცხოთ, თუმცა საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეს უნდა მოხდეს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. მორწმუნეები, პასკის მოსამზადებლად ძირითადად ხუთშაბათს ირჩევენ და თუ ვერ მოასწარით, შეგიძლიათ პასკა დიდ შაბათსაც გამოაცხოთ, ოღონდ არავითარ შემთვევაში ამ საქმიანობისთვის წითელი პარასკევი არ უნდა შეარჩიოთ - ამ დღეს, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ კვერცხი იღებება. 

გთავაზობთ უგემრიელესი პასკის მარტივს რეცეპტს 

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

რძე - 250 მლ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5
ფქვილი - 650-700
კარაქი - 200 გ
საფუარი - 10 გ
ქიშმიში და ცუკატები - 50 გ~
1 ლიმონის ცედრა
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი - გემოვნებით

მომზადების წესი და თანმიმდევრობა კი ასეთია:

თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, 200 გ ფქვილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი, ამ მასას შეაზილეთ დარბილებული კარაქიც. მიღებულ მასას დაუმატეთ საფუარიანი მასა, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დატოვეთ ამოფუებამდე.  ამის შემდეგ შეურიეთ ქიშმიში და ცუკატები. 

ცომი უნდა გადაიტანოთ ცხიმწასმულ ფორმებში და კიდევ დატოვეთ ასაფუებლად. კარგად ამოფუების შემდეგ კი გამოაცხოთ 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 

სულ ეს არის და სადღესასწაულო პასკაც მზადაა. გემრიელად მიირთვით.


რა უნდა შეურიოთ ენდროს, რომ კვერცხი ლამაზ ფრად შეიღებოს და არც დაგისკდეთ - წითლად შეღებვის ტრადიციული მეთოდი

რატომ ვღებავთ კვერცხს წითელ პარასკევს და რატომ არ შეიძლება მისი გატეხვა აღდგომამდე? - კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203